"რატომ გაქრა პოლიტიკური ველიდან კვირიკაშვილი? შემდეგ რატომ გაქრა პოლიტსაბჭოდან და ფაქტობრივად სახელმძღვანელოებიდან მისი ფოტოს ამოჭრა რატომ ხდება? რა დააშავა ამ ადამიანმა?" - გიორგი მარგველაშვილი

18:52 07-12-2018
18

"რატომ გაქრა პოლიტიკური ველიდან კვირიკაშვილი? შემდეგ რატომ გაქრა პოლიტსაბჭოდან და ფაქტობრივად სახელმძღვანელოებიდან მისი ფოტოს ამოჭრა რატომ ხდება? რა დააშავა ამ ადამიანმა?" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბრიუსელში ნატოს სამიტზე განაცხადა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან წასვლის მიზეზები არა მხოლოდ პარტნიორ ქვეყნებს აინტერესებთ, არამედ მთელ ქართულ საზოგადოებას.

"შეკითხვები პრემიერთან დაკავშირებით პარტნიორ ქვეყნებს კი არა საქართველოს რიგით მოქალაქეებსაც აქვთ. თუ ვინმე ახსნის, რატომ არ აუხსნა არავინ საქართველოს მოქალაქეებს რატომ წავიდა თანამდებობიდან კვირიკაშვილი, არა მარტო ახსნა არ ვიცით, არამედ ის არ ვიცით რატომ არ გვიხსნიან. რატომ არ ვართ ღირსი რომ გავიგოთ? გვყავდა პრემიერ-მინისტრი, რომელიც ისე გამოჩნდა თითქოს ეკონომიკური პრობლემების გამო წავიდა, არადა მაისში იმხელა ეკონომიკური ზრდა ჰქონია, რომელიც აქამდე საქართველოს არ ჰქონია. რატომ გაქრა პოლიტიკური ველიდან კვირიკაშვილი, შემდეგ რატომ გაქრა პოლიტსაბჭოდან და ფაქტობრივად სახელმძღვანელოებიდან მისი ფოტოს ამოჭრა რატომ ხდება? რა დააშავა ამ ადამიანმა? ეს კითხვა პარტნიორებს კი არა, აქვთ ნებისმიერ ქართულ ოჯახში, სადაც შედიხარ და აღარ გეკითხებიან გვეშველება რამე? გეკითებიან კვირიკაშვილი რატო წავიდა და მე პასუხი არ მაქვს და ეს კითხვა არაერთხელ დავსვი". - განაცხადა პრეზიდენტმა