ავღანეთში სამხედროებმა სკოლის მოსწავლეებისგან წერილები მიიღეს

18:39 07-12-2018
13

პროექტისწერილები ჯარისკაცებსფარგლებში, ავღანეთში, მაზარ--შარიფში ბაზამარმალზედისლოცირებულმა საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეულის სამხედრო მოსამსახურეებმა სკოლის მოსწავლეებისგან წერილები მიიღეს. ქართველი მშვიდობისმყოფელები საქართველოდან პატარა მეგობრების კეთილ სურვილებსა და შეკითხვებს ყურადღებით გაეცნენ. სწრაფი რეაგირების ასეულის ყველა ჯარისკაცმა  საპასუხო წერილი დაწერა, რომელსაც მოზარდები უკვე საქართველოში  წაიკითხავენ.

წერილები ჯარისკაცებსსაქართველოს თავდაცვის, იუსტიციის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების ერთობლივი პროექტია, რომელსაც დანაშაულის პრევენციის ცენტრი სტუდენტებთან ერთად 2012 წლიდან ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, თბილისისა და საქართველოს რეგიონების საჯარო სკოლების მოსწავლეები წერილებს ავღანეთში მყოფ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს უგზავნიან და მათგან საპასუხო წერილებსაც იღებენ. პროექტის მიზანი სამშობლოდან შორს მყოფი მებრძოლებისთვის თანადგომისა და მხარდაჭერის გამოხატვაა.

IV მექანიზებული ბრიგადის სწრაფი რეაგირების ნაკრები ასეულიმტკიცე მხარდაჭერისმისიას გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში ბაზამარმალზეასრულებს. ქართული ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა სწრაფი რეაგირების ამოცანების შესრულება და საპატრულო რაიონის კონტროლია.