შსს 15 წლის მოზარდს ეძებს

18:17 07-12-2018
72

15 წლის მოზარდის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, შსს სამძებრო სამუშაოებს აწარმოებს. ამის შესახებ "პრაიმტაიმს" უწყებაში განუცხადეს.

როგორც სამინისტროში განმარტეს, მოზარდის დაკარგვასთან დაკავშირებით, უწყებას მისმა დედამ დღეს მიმართა და მისი ძებნა საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს.

როგორც "პრაიმტაიმმა" გაარკვია, ოჯახი კასპში ცხოვრობს. 

სოციალური ქსელის მომხმარებელი არასრუწლოვნის ფოტოს აქვეყნებს და აცხადებს, რომ მოზარდი ორი დღეა დაკარგულია, მისი დედა კი "დიდუბის" მეტროსთან დგას და ეძებს.

"გთხოვთ დააკვირდეთ სურათს არის 15 წლის ორი დღეა გასულა სახლიდან და არ ჩანსო დედა დგას დიდუბის მეტროსტან და ტირის ეძებს თხოვს ყველას დახმარებას თუ ვინმემ ნახეთ მოგვწერეთ ან დარეკეთ 555 24 21 84 დედის ნომერია გთხოვთ გააზიარეთ გაავრცელეთ ეგებ ნახა ვინმემ არ მითხოვია არასოდეს გაზიარება მაგრამ ეს ის შემთხვევაა რო დახმარება გთხოვოთ და დავეხმაროთ ყველა", - აღნიშნულია განცხადებაში.