ტრამპი: საქართველო ახლა არ გახდება ნატო-ს წევრი, მაგრამ ასეთი შესაძლებლობა გამოჩნდება

15:08 07-12-2018
77

საქართველო ახლა არ გახდება ნატო-ს წევრი, მაგრამ ასეთი შესაძლებლობა გამოჩნდება, - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

აშშ-ს პრეზიდენტს, ალიანსში საქართველოს გაწევრიანებაზე ვრცლად არ უსაუბრია და მხოლოდ ამ პასუხით შემოიფარგლა.

ტრამპის პრესკონფერენცია ბრიუსელში ამ წუთებშიც გრძელდება.