გიორგი მარგველაშვილმა დონალდ ტრამპთან ნატო-ში დაჩქარებული ინტეგრაციის გზაზე აშშ-ს მნიშვნელობაზე ისაუბრა - დავით რაქვიაშვილი

13:57 07-12-2018
14

საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისა და ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერ დონალდ ტრამპის შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილმა ორი ქვეყნის პარტნიორულ ურთიერთობებსა და აშშ-ის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტს ჰქონდა ხანმოკლე შეხვედრა აშშ-ის ლიდერთან.

„დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს როლს, როგორც აშშ-ის მყარ და ერთგულ პარტნიორს რეგიონში, რომელიც იბრძვის ამერიკელებთან ერთად გლობალური უსაფრთხოებისთვის. საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა მის მიერ ინიცირებულ მხარდამჭერ აქტზე და ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე“, – აღნიშნა დავით რაქვიაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრაზე ისაუბრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების როლი საქართველოს ნატო-ში დაჩქარებული ინტეგრაციის გზაზე.