"მაკდონალდს საქართველოს" დირექტორმა ფლორიდაში საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

10:21 07-12-2018
303

„მაკდონალდს საქართველოს“ ერთ-ერთი დირექტორი ფლორიდაში გამართულ კონფენციაზე მსოფლიოს საუკეთესო დირექტორად დაასახელეს. 

მსოფლიო კონფენციაზე საუკეთესო ბიზნეს შედეგებით, მაკდონალდსის 60 ქვეყნის 345 წარმომადგენელი იყო წარდგენილი. მონაწილეები  მრავალი კრიტერიუმის გათვალისწინებით შეირჩნენ, რის შედეგადაც 345 წევრისგან  გამოვლინდა საუკეთესოთა კანდიდატები, მათ შორის საპატიო ადგილი დაიმსახურა „მაკდონალდს საქართველოს“ ბათუმის რესტორნის დირექტორმა სალომე კალაძემ.  

„მაკდონალსი“ დირექტორების წახალისებას და ბიზნესში მათი უმნიშვნელოვანესი როლის ხაზგასმას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. სალომეს გამარჯვება ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ  ჩვენთან დასაქმებულ ადამიანებს აქვთ  განვითარებისა და კარიერული ზრდის რეალური შესაძლებლობა, რაც ჩვენს თანამშრომლებში განაპირობებს ლოიალობის მაღალ დონეს და თანამშრომელთა მიერ აღიარებას, რომ „მაკდონალდსი“ საუკეთესო სამუშაო ადგილია.“- აცხადებს “მაკდონალდს საქართველოს“ HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნატა ჯავახიშვილი.

კომპანიაში აცხადებენ, რომ სალომე კალაძე  „მაკდონალდს საქართველოს“ ერთ-ერთი გამორჩეული დირექტორია. მის მართვაში არსებული რესტორნები, ყოველთვის გამოირჩევა მომსახურების განსაკუთრებულად მაღალი ხარისხით, სისუფთავითა და მაღალი სტანდარტების დაცვით. 

„მიხარია რომ უდიდესი კონკურენციის პირობებში, სადაც 60 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა, გამორჩეული ადგილი მერგო. ძალიან სასიამოვნო იყო ფლორიდაში მაკდონალდსის მმართველობასთან შეხვედრა, გავიცანი ჩემი უცხოელი კოლეგები. მათთან ურთიერთობა და გამოცდილებების გაზიარება ძალიან საინტერესო პროცესი იყო. ის რომ საუკეთესოდ მაღიარეს, მხოლოდ ჩემი დამსახურება არაა, ესაა მთელი ჩვენი გუნდის ერთიანობის და თავდაუზოგავი შრომის შედეგი.“- აცხადებს სალომე კალაძე.