12 ივლისს თბილისის 6 რაიონს ელექტრომომარაგება რამდენიმე საათით შეუწყდება

00:40 07-12-2018
94

 

 

12 ივლისს თბილისის 6 რაიონს: კრწანისის, გლდანის, მთაწმინდის, ჩუღურეთის, ნაძალადევისა და საბურთალოს რაიონებს ელექტრომომარაგება რამდენიმე საათით შეუწყდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. 

„გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 12 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება შემდეგ რაიონებში:

კრწანისის რაიონი - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი - 01:00 საათიდან 06:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის ხევის დასახლების, გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, წყალსადენის, ფეიქართა და შეშელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავჭალის გზატკეცილის, თიანეთის გზატკეცილის, გლდანის ხევის დასახლების, დავით სარაჯიშვილის, გელა ჭედიას, ლაზოს, ქერჩის, ჯანჯღავას, კაჭარავას, ელეფთერ ანდრონიკაშვილის და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი - 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მელიქიშვილის, ჯანაშიას, შანიძის, ხორავას, თარხნიშვილის, ინოლა გურგულიას, სვანიძის, დიმიტრი ბაქრაძის, ყაზბეგის, გუდაურის, ბარნოვის და ერეკლე ტატიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი - 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩაისუბნის და ბუხაიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი - 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის II, V კვარტლებს, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის IV, V კვარტლების, რომელაშვილის და ნიშნიანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი - 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) და საბურთალოს ქუჩის მაცხოვრებლებს.

12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრიწის ქუჩის მაცხოვრებლებს “ - წერია კომპანიის გავრცელებულ განცხადებაში.