შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა საპარლამენტო გუნდს მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა წარუდგინა -არჩილ თალაკვაძე (ვიდეო)

23:28 07-11-2018
29

 

დღევანდელ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა საპარლამენტო გუნდს  მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა წარუდგინა, მათ შორის არიან ახალი სახეები, რომლებიც მთავრობის ახალ შემადგენლობაში იქნებიან,-  ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ  პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, იმ მნიშვნელოვან რეფორმებზე იმსჯელეს, რომლის განხორციელებასაც მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებისთანავე დაიწყებენ. 

„დღევანდელ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა საპარლამენტო გუნდს წარუდგინა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა, მათ შორის არიან ახალი სახეები, რომლებიც მთავრობის ახალ შემადგენლობაში იქნებიან.

ჩვენ ვიმსჯელეთ იმ მნიშვნელოვან პრიორიტეტებსა და რეფორმებზე, რომლებიც მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებისთანავე დაიწყება.

ხვალ დილით პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე წარადგენს მინისტრთა განახლებულ კაბინეტს. რაც შეეხება პროცედურებს, პრემიერ-მინისტრი დანიშნავს მინისტრთა ახალ შემადგენლობას, რის შემდეგაც ის მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს და პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ახალ კაბინეტს, რომლებსაც მოჰყვება საკომიტეტო მოსმენები. შემდეგ უკვე პლენარულ სესიაზე პარლამენტი კენჭს უყრის განახლებულ კაბინეტს“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.