ანდრია გვიდიანი: სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების საკითხი ყბადაღებული თემაა და იმედი მაქვს, ამ მხრივ მამუკა ბახტაძის ნაბიჯები უკომპრომისო იქნება

23:21 07-11-2018
21
 

"სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების საკითხი ყბადაღებული თემაა და იმედი მაქვს, ამ მხრივ მამუკა ბახტაძის ნაბიჯები უკომპრომისო იქნება", - ამის შესახებ 

"ახალგაზრდა ფინანსისთთა ბიზნესასოციაციის" წარმომადგენელმა ანდრია გვიდიანმა, გადაცემა "თავისუფალ სივრცეში" განაცხადა. 

"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ები, რომელთა საქმიანობა კითხვის ნიშნებს აჩენს და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მცირე ბიუროკრატიაზე, რა საკვირველია, არის განსახორციელებელი გარკვეული ღონისძიებები. აქ ვგულისხმობ იმას, რომ კერძო სექტორზე გადავიდეს ინიციატივა.

დღეს ბიუჯეტში არის ძალიან ბერვი სიიპ-ი, ძლიან ბევრი ა(ქ)იპ-ი, რომელთა პრივატიზაცია შეიძლება მოხდეს და სახელწიფოს როლი ამ თავალსაზრისით შემცირდეს. ამ მხრივ ჩასატარებელია გარკვეული ღონისძიებები და მე იმედი მაქვს, რომ ამ თვალსაზრისით მამუკა ბახტაძის პოლიტიკა და ნაბიჯები უკომპრომისო იქნება", - განაცხადა ანდრია გვიდიანმა.