თალაკვაძე: ჩვენი პრიორიტეტია, ყურადღება დავუთმოთ იმ ადამიანებს, რომლებიც სიღარიბეში რჩებიან

20:18 07-11-2018
20

"ჩვენი პრიოპრიტეტი იქნება, რომ პირველ რიგში, მნიშვნელოვანი ყურადღება და რესურსი დავუთმოთ ომ ადამაინებს, რომლებიც რჩებიან სიღარიბეში, რომელთაც ჰყავთ ბავშვები და რომელთაც აქვთ სოციალური პრობლემები", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ, მთავრობის ახალ შემადგენლობაზე საუბრისას, ჟურნალისტებთან განაცხადა.

"ამავე დროს, ჩვენი პრიორიტეტია ინიციატივები, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას, ახალ სამუშაო ადგილებს, ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ადგილობრივი, ლოკალური საკითხების გადაწყვეტას ეხება, რომლებიც არის ქალაქებში, სოფლებში, თითოეულ უბანში", - განაცხადა თალაკვაძემ.

თალაკვაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" გუნდი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ხედვას მცირე მთავრობის კონცეფციასთან დაკავშირებით, მიესალმება. 

"რაც შეეხება მამუკა ბახტაძეს და მის ხედავს, როგორც იცით, ჩვენი გუნდი მხარს უჭერს მცირე მთავრობის კონცეფციას, რომელიც ერთის მხრივ მინისტრების და სამინისტროების შემცირებას გულისხმობს, მაგრამ ამავდროულად, ბიუროკრატიის და ბიუროკრატიული დანახარჯის შემცირებას მთლიანად შიდა პროდუქტთან მიმართებაში", - განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" ოფისში, მამუკა ბახტაძე უმრავლესობის დეპუტატებთან, მინისტრთა ახალ შემადგენლობასთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავს. 

ავტორი: ლელა მდივანი