ავტოსაგზაო შემთხვევა ხობში

18:56 07-11-2018
627

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე. ხობში ც. დადიანის ქუჩაზე ცენტრალურ ხიდთან ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. თუმცა, დაშავებულია პირი, რომელიც ერთ-ერთ მსუბუქ ავტომობილს მართავდა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

როგორც "პრაიმტაიმს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება.

ავტორი: მზეკო ჟვანია