ბახტაძე: შალვა თადუმაძე უაღრესად კეთილსინდისიერი და ძალიან პრინციპული ადამიანია

18:29 07-11-2018
10

"ჩემი შეფასებით, შალვა თადუმაძე, უაღრესად კეთილსინდისიერი და ძალიან პრინციპული ადამიანია, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

„ჩემი შეფასებით, შალვა თადუმაძე არის უაღრესად კეთილსინდისიერი და ძალიან პრინციპული ადამიანი. ბოლო პერიოდში ის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი იყო, მანამდე კი, 2012 წლიდან მოყოლებული, მთავრობის საპარლამენტო მდივანი და უმნიშვნელოვანესი რეფორმების განხორციელებისთვის შესაბამისი საკანონმდებლო პროცესების უშუალო მონაწილე გახლდათ. ის სარგებლობს ძალიან მაღალი რეპუტაციით როგორც პროფესიულ, ისე სამეცნიერო წრეებში. მინდა მას პარლამენტში წარდგენის და დამტკიცების პროცესში წარმატებები ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, ის ღირსეულად გაართმევს თავს ამ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, დღეს საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორის პოსტზე შალვა თადუმაძის კანდიდატურა შეარჩია. პრემიერ-მინისტრმა მთავარი პროკურორობის კანდიდატს წარმატება უსურვა.