"მომავლის ვარსკვლავების“ ტრიუმფი როსინიანა 150-ზე და კონცერტები იტალიის სამ ქალაქში

16:03 07-11-2018
244

კლასიკური მუსიკის საერთაშორისო კონკურსი „FUTURE STARS 2018” 3– 9 ივლისს იტალიაში წელს უკვე მეორედ გაიმართა. კონკურსი რენატა ტებალდის და მარიო დელ მონაკოს სახ. საერთაშორისო აკადემიის და საქ. ხელოვანთა კავშირის ეგიდით როსინიანა–150 ის ფარგლებში შედგა და მას ამჯერად 3 ქალაქიპეზარო, პერგოლა და კალი მასპინძლობდა. კონკურსის შესარჩევი ტურები . პეზაროში, 2017 წლის პრიზიორთა გალაკონცერტი . პერგოლას თეატრში, ხოლო დასკვნითი გალა, დაჯილდოების ცერემონია და პრიზიორთა კონცერტი . კალის 400 წლოვანი ისტორიის მქონე თეატრის უნიკალურ დარბაზში ჩატარდა.

პროექტის ფარგლებში შედგა ოფიციალური ვიზიტი . პერგოლას მერთან, რომელმაც უმასპინძლა კონკურსანტებს ოთხი ქვეყნიდან, ოფიციალურ დელეგაციას საქართველოდან და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის წარმომადგენლობას იტალიის რესპუბლიკაში. დელეგაცია ეწვია პერგოლას ანტიკური ხანის ბრინჯაოს ქანდაკებების უნიკალურ მუზეუმს, რის შემდეგაც შედგა საზეიმო ვახშამი და პრიზიორთა კონცერტი.


საერთაშორისო ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ როგორც ქართველი, ასევე იტალიელი მუსიკოსები, ცნობილი პროფესორები და იმპრესარიოები, რომლებმაც ორი დღის მანძილზე მოისმინეს და შეაფასეს საფორტეპიანო, ვოკალური, სიმებიანი და ჩასაბერი განყოფილებების კონკურსანტები ხუთივე ასაკობრივ კატეგორიაშისაქართველოდან, იტალიიდან, რუსეთიდან და ბელორუსიიდან. ჟიური: საქ. ხელოვანთა კავშირის თავმჯდომარე, მუსიკოსი, „მომავლის ვარსკვლავებისდირექტორი, ღირსების ორდენის კავალერინინო კუპატაძე; რენატა ტებალდის და მარიო დელ მონაკოს სახ. საერთაშორისო აკადემიის სამხატვრო დირექტორი, სოპრანო ნინო ლეჟავა; . სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი, დამსახურებული არტისტი, პარიზის მარგარიტა ლონგის და ჟან ტიბოს, ბელგრადის და იუნესკოს საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, პროფესორი ნინო ქათამაძე; პიანისტი, როსინის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი, საფორტეპიანო კათედრის გამგე, კარერასის პირადი აკომპანიატორილორენცო ბავაი; . სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი, ცენტრ. სამ. სასწ. საორკესტრო განყის კათედრის გამგე, მევიოლინეთა საერთაშორისო კონკურსის დამფუძნებელი, პროფესორი მანანა ქანთარია; დირიჟორი ორლანდო პულინი; . სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი, ნიჭიერთა ათწლედის და კონსერვატორიის სემინარიის ჩასაბერი და დასარტყამი ინსტრუმენტების კათედრის გამგე, თბილისის საერთაშორისო საორკესტრო კონკურსის დამფუძნებელი, პროფესორი მერი ჟვანია; როსინის სახელმწიფო ორკესტრის გენერალური დირექტორი, დირიჟორი ბრუნო მარონა; მუსიკოსი, პიანისტი, იტალიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მეუღლეეკა მეტრეველი.
პრიზიორებს საქ. ხელოვანთა კავშირისა და .ტებალდის და მარიო დელ მონაკოს სახ. საერთაშორისო აკადემიისგან საჩუქრად გადაეცათ: მონაწილეობა პრიზიორთა კონცერტში იტალიაში, ერთწლიანი სტიპენდიები, მასტერკლასები პროფესორთან სპეც ფორტეპიანოში, მონაწილეობის და მგზავრობის დაფინანსება ბაქოს მე–9 საერთაშორისო კონკურსზე, მონაწილეობა კონცერტში იტალიაში როსინის ორკესტრის შემადგენლობაში, მონაწილეობა პრიზიორთა გალაკონცერტში საქართველოში ფესტივალის საპატიო სტუმრის სტატუსით.
ნინო ლეჟავას და აკადემიის სპეციალური პრიზი გადაეცა მაია მონასელიძეს – 1 წლიანი უფასო სტაჟირება . ტებალდის და მარიო დელ მონაკოს საერთაშორისო აკადემიის საკონცერტმეისტერო კლასში
ნინო კუპატაძის და ხელოვანთა კავშირის სპეციალური პრიზი გადაეცა საბა მიქელაძეს – 1 წლიანი სტიპენდია ხელოვანთა კავშირისგან
გრანპრის მფლობელი ცოტნე სიდამონიძე დაჯილდოვდა როგორც აკადემიის, ასევე ხელოვანთა კავშირის საგანგებო პრიზით. მას ჯილდოდ გადაეცა მონაწილეობა პრიზიორთა კონცერტში იტალიაში 2019 წელს და მონაწილეობის და მგზავრობის დაფინანსება ბაქოს მე–9 საერთაშორისო კონკურსში 2018 . დეკემბერში.
შედეგები:
მე–4 საპრიზო ადგილი:
1.
თეკლა მირუაშვილისაქართველო
2.
ნიკოლას სან მარტინიიტალია
მე–3 საპრიზო ადგილი:
1.
ლუკა ირემაშვილისაქართველო
2.
მაურო ბეატრიჩეიტალია
3.
ანამარია ტაბატაძესაქართველო
4.
სილვია სტელლაიტალია
5.
კრისტიანა ლუცენკოიტალია
6.
ანა დევრიშაძესაქართველო
7.
საბა კახიძესაქართველო
8.
თეკლა სუპატაშვილისაქართველო
მე–2 საპრიზო ადგილი:
1.
მარგარიტა ლიანჩუკბელორუსია
2.
ნინო თვაურისაქართველო
3.
ელენა გირიიტალია
4.
სტეფანია ბროკკოუიტალია
5.
ანა ბერიძესაქართველო
6.
საბა ცხოვრებაძესაქართველო
7.
ფაბიოლა სანტიიტალია
8.
სალომე ფუტკარაძესაქართველო
9.
თათული ნიშნიანიძესაქართველო
10.
გიორგი მოციქულაშვილისაქართველო
11.
მარიამ გუგეშაშვილიიტალია
1–
ლი საპრიზო ადგილი:
1.
ალექსანდრე ზაზარაშვილისაქართველო
2.
არკადი უხლინოვირუსეთი
3.
ანა ჩიკაშუასაქართველო
4.
ანაჰიტ სტელმაშოვასაქართველო
5.
თამაზ მჟავანაძესაქართველო
6.
ნანუკა გოლიაძესაქართველო
7.
სესილი სანებლიძესაქართველო

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი