სმიტების ოჯახის მკვლელობისთვის ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

13:50 07-11-2018
72

სმიტების ოჯახის სამი წევრის, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული, მალხაზ კობაურს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

შეგახსენებთ, რომ მალხაზ კობაურს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარედგინა. 19 წლის მწყემსს ბრალად ედება ხადას ხეობაში ამერიკისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეების, რაიან და ლორა სმიტებისა და მათ ოთხი წლის შვილის მკვლელობა.  ბრალდებული მალხაზ კობაური დანაშაულს არ აღიარებს.