შსს ოზურგეთში ავტომანქანის დაწვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

13:13 07-11-2018
14

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტში, ოზურგეთში, ავტომანქანის დაზიანების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 10 ივლისს, ოზურგეთში, პეტრიწის ქუჩაზე მდგარ „მიცუბიშის“ ფირმის ავტომანქანას გაუჩნდა ცეცხლი, რომელიც მალევე იქნა ლიკვიდირებული. ავტომანქანის პირველადი დათვალიერებით, დადგინდა, რომ ავტომანქანის სალონი ნაწილობრივ არის დაზიანებული.

„მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო ღონისძიებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. გამოკითხულია დაზარალებული და ავტომობილს შესაბამისი ექსპერტიზა უტარდება“, - აცხადებენ შსს-ში.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ოზურგეთში, იოანე პეტრიწის ქუჩაზე, დაუდგენელმა პირებმა საცხოვრებელ კორპუსთან გაჩერებულ ავტომობილში ხელყუმბარა შეაგდეს და ააფეთქეს.