დაკავებული მწყემსის დედა: ჩემი შვილი მკვლელი არ არის

12:17 07-11-2018
86

სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურის დედა მისი შვილის უდანაშაულობაში დარწმუნებულია. მარიამ მარტიაშვილი თქმით, მის შვილს სხვა პირის მიერ ჩადენილ დანაშაულს აბრალებენ.

"არავინ ვიცოდით, მთელი ერთი დღეს სად იყო და როგორც უნდოდათ ისე მოახდენდნენ ზემოქმედებას და ამის შედეგია ის, რომ მან თითქოს აღიარა. ჩემმა შვილმა თოფიც მოხმარებაც არ იცის და მე მის ხელში თოფი არ დამინახავს. დანაშაულს საკუთარ თავზე იღებს, რადგან დაშინებულია. ისედაც არის მშიშარა, ძალიან მშვიდია და გამოიყენეს მისი დაშინების პერიოდი. სხვა არანაირი ვერსი არ მაქვს, მოძებნონ ნამდვილი მკვლელი, მეც მაინტერესებს. მეც რომ ზეწოლის ქვეშ ვიყო მეც გავაკეთებ," - განაცხადა მარტიაშვილმა. 

შეგახსნებთ, რომ 19 წლის მწყემსის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასმართლო ამ წუთებში მსჯელობს. ბრალდებული სხდომას ესწრება. უკვე ცნობილია, რომ ადვოკატი ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს. ბრალდების მხარე კი პატიმრობას მოითხოვს. 19 წლის მწყემსს ბრალად ედება ხადას ხეობაში ამერიკისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეების, რაიან და ლორა სმიტებისა და მათ ოთხი წლის შვილის მკვლელობა.  ბრალდებული მალხაზ კობაური დანაშაულს არ აღიარებს.