ცერნში მიმდინარე მეგაპროექტისთვის კონსტრუქციები საქართველოში მზადდება

11:58 07-11-2018
14

ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN) მიმდინარეატლასისექსპერიმენტის დეტექტორისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერების ხელმძღვანელობით, 9 მეტრამდე დიამეტრის რადიაციისგან დამცავი  ალუმინის კონსტრუქციები  მზადდება. კონსტრუქციები საქართველოში, ქარხანაელიტა-ბურჯისსამრეწველო ბაზაზე იქმნება და აღსანიშნავია, რომ დეტალების პროექტირება და დამზადება ISO- საერთაშორისო სატანდარტების მიხედვით ხორციელდება. დღეს  კონსტრუქციის  ნაწილი,  პირველად გაიგზავნება  ჟენევაში, CERN-ში, სადაც  საბოლოოდ, მოხდება  სტრუქტურის აწყობა  დაატლასისექსპერიმენტის დიდჰადრონისკოლაიდერთან მიერთება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძე  და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში დღეს, ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებთან ერთად, საწარმოს ეწვივნენ და ადგილზე გაეცნენ გარემოს, სადაც მსოფლიო მნიშვნელობის ექსპერიმენტისთვის დეტალები დამზადდა და კონსტრუქციები შეიქმნა.