შალვა შავგულიძემ პროკურორის შერჩევის პროცესიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა

11:09 07-11-2018
17

შალვა შავგულიძემ საპროკურორო საბჭოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა და მთავარი პროკურორის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

"მე მოვხსენი ჩემი კანდიდატურა და საპროკურორო საბჭოს თანამშრომლების პირით შევუთვალე, რომ ვხსნი ჩემს კანდიდატურას. ამის მიზეზი სრულიად ლოგიკური და დასაბუთებულია, რომ სხდომა გახსნილიყო მედიისთვის და შესაძლებელი გამხდარიყო მისი ტრანსილირება, დღეს იქნა დაყენებული ოთო კახიძის მიერ ეს საკითხი, როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, ამაზე უარი ეთქვა და სხდომა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს",-განაცხადა შავგულიძემ. 

შეგახსენებთ, რომ ოთარ კახიძის პროკურორის არჩევის პროცესის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. კახიძე საკუთარ გადაწყვეტილებას იმით ამართლებს, რომ პროკურორის არჩევის პროცესი არის დახურული მედიისთვის.