ხანძარი ლენტეხის ტყეში - დამწვარია 2.5 ჰექტარი ფართობი

10:52 07-11-2018
42

ლენტეხში, სოფელ ზესხოში, ხანძრის შედეგად, 2.5 ჰა ფართობი დაიწვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით,  ხანძარი მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია. 

ცეცხლის ქრობაში ჩართულია 120 მეხანძრე-მაშველი და ადგილზე იმყოფება ლოჯისტიკისა და კავშირგაბმულობის შესაბამისი ჯგუფები. ასევე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლები.

„ხანძრის ქრობის პროცესში, საჭიროების შემთხვევაში მოხდება ვერტმფრენის ჩართვა
ამ დროის მონაცემებით, დამწვარია 2.5 ჰა ფართობი. მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.