ლელა ჩიქოვანმა ბრიტანელ მრჩეველს მადლობის სერტიფიკატი გადასცა

19:04 07-10-2018
17

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თავდაცვის საკითხებში სამინისტროს ბრიტანელ მრჩეველთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ლელა ჩიქოვანმა  ალექს ლუის პოლს   სერტიფიკატი გადასცა და თავდაცვის სამინისტროში ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრის მოადგილემ ყურადღება თავდაცვის სფეროში ბრიტანული მხარის მხარდაჭერასა და მჭიდრო თანამშრომლობაზეც გაამახვილა.

ალექს ლუის პოლი საქართველოს თავდაცვის უწყებაში  მრჩევლად სამი წლის განმავლობაში მუშაობდა და ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების პროცესში დახმარებასა და კონსულტაციებს უწევდა. მას კლერ მაკიანი შეცვლის, რომელიც თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას  დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს  თავდაცვის ატაშესთან, ვიცე-პოლკოვნიკ დევიდ ეთელთან ერთად დაესწრო. ლელა ჩიქოვანმა  კლერ მაკიანს ახალ პოზიციაზე წარმატებული საქმიანობა უსურვა.