"Dracula"-ს ცნობილი "ვამპირი" ჯონათან რიზ მაიერსი თვითმფრინავის ბორტზე ატეხილი სკანდალის გამო პოლიციამ დააკავა

15:24 07-10-2018
270

ცნობილი ირლანდიელი მსახიობი, 40 წლის, ჯონათან რიზ მაიერსი, ბრიტანულ-ამერიკული სერიალის "Dracula"-ს, "მატჩ პოინტის" და "სიკვდილის იარაღი - ძვლების ქალაქი"-ის მთავარი როლის შემსრულებელი, ბოლო ხანებია, სკანდალური ამბების მსხვერპლი გახდა.  

რამდენიმე დღის წინ, მსახიობი, მაიამიდან ლოს-ანჯელესში, ოჯახთან ერთად მიფრინავდა, რა დროსაც თვითმფრინავში მოქცევის წესები დაარღვია. ჯონათანს, მეუღლესთან მოუვიდა უკმაყოფილება, რის გამოც აეროპორტის თანამშრომლებმა, პოლიცია გამოიძახეს.

ინფორმაცია, თვითმფრინავის სკანდალის შესახებ, ამერიკულმა პორტალმა "TMZ"-მა გაავრცელა. მეუღლესთან ხმამაღალი ჩხუბის შემდეგ, ჯონათანმა, თვითმფრინავის "საპირფარეშოში", ელექტონული სიგარა მოწია, რაც ყოვლად დაუშვებელი იყო. მგზავრების ინფორმაციით, მსახიობი, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და თვითმფრინავის ბორტზე მყოფ ადამიანებს, საკმაოდ უხეშად ექცეოდა - ინვალიდის ეტლში მჯდომი მამაკაცი, არ გაატარა და განუცხადა, რომ ის, პირველი კლასის მგზავრია და ყველაფრის უფლება აქვს.

საინფორმაციო წყარო "DailyMail'-ის ინფორმაციით, პოლიციის კორდონი, მის დაკავებას გეგმავდა, მაგრამ ავიაკომპანია "Amnerican Airlines"-ის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, მსახიობი, შავ სიაში შეიყვანეს. 

შეგახსენებთ, რომ ჯონათანი, რამდენჯერმე იმყოფებოდა კლინიკაში სამკურნალოდ, ალკოჰოლური ინტოქსიკაციის გამო.

2016 წელს, ვარსკვლავი, აზიელ ცნობილ მსახიობზე, მარე ლეინიზე დაქორწინდა. იმავე წელს, წყვილს, ვაჟიშვილი, ვოლფი შეეძინათ. გასული წლის სექტემბერში, მარე, მეორე შვილზე იყო ფეხმძიმედ, მაგრამ სამწუხაროდ, რამდენიმე ხანში, ფეხმძიმობა შეწყდა და შვილი დაკარგა. ამ ფაქტმა, ჯონათანზე, ძალიან მძიმედ იმოქმედა - პირველად, სწორედ იმ დროს, დააკავეს, სკანდალის გამო, დუბლინის აეროპრტში, არაფხიზელ მდგომარეობაში. 

უცნობია, რა გავლენას იქონიებს პუბლიკაზე, მსახიობის, ახალი ინციდენტი. ამ ეტაპზე, ჯონათანის წარმომადგენლები, კომენტარისგან თავს იკავებენ. 

იხ. ფოტოკოლაჟი: 

    

 

ავტორი: რუსა ღვანიძე