ჯორჯ ქლუნი ავარიაში მოყვა

14:51 07-10-2018
34
თეგები: ჯოჯრ ქლუნი

ჰოლივუდის ვარსკლვავი ჯორჯ ქლუნი ავარიაში მოყვა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. ავარია იტალიაში, სარდინიაზე მოხდა, სადაც მსახიობი ფილმის გადაღებაზე იმყოფება.

ჯორჯ ქლუნის, რომელიც მოტოციკლით მგზავრობდა, მანქანა დაეჯახა. მსახიობი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

57 წლის ქლუნიმ ფეხის და თავის ტრავმები მიიღო, ექიმების განცხადებით, დაზიანებები სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.