ტაილანდის მღვიმედან მეცხრე ბავშვი გამოიყვანეს

14:06 07-10-2018
63
თეგები: ტაილანდი

ტაილანდში მოზარდების გადარჩენის ოპერაციის მესამე ეტაპი გრძელდება. მაშველებმა გამოქვაბულიდან მეცხრე ბავშვი გამოიყვანეს. ამის შესახებ CNN იუწყება. 

ამ ეტაპზე მღვიმეში 3 მოზარდი და მათი მწვრთნელი რჩება. მაშველებმა 8 ბავშვი უკვე გამოიყვანეს. ისინი საავადამყოფოში არიან გადაყვანილები. სისხლის ანალიზმა აჩვენა, რომ ბავშვებს ინფექციის ნიშნები აქვთ, რის გამოც მათ შესაბამისი მკურნალობა დაუნიშნეს.

ტაილანდის გამოქვაბული 23 ივნისის შემდეგ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. 11-დან 16 წლამდე ფეხბურთელები და მათი 25 წლის მწვრთნელი მღვიმეში შევიდნენ, თუმცა იქ ყოფნის დროს ძლიერი წვიმა მოვიდა, წყლის დონემ აიწია და გასასვლელი ჩაკეტა, რის გამოც ბავშვები გამოქვაბულის სიღრმეში აღმოჩდნენ. 

2 ივნისს ისინი აშშ-ისა და ბრიტანეთის მაშველთა დახმარებით ცოცხლები იპოვეს.