გურამ შეროზია მამა გახდა - "დღე, როცა უსასრულო ლოდინს ბოლო მოეღო"

13:28 07-10-2018
142

ბლოგერი გურამ შეროზია მამა გახდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. 

"ათი ივლისი...
დღე, რომელიც უჩვეულოდ, განსაკუთრებულად და სრულიად განსხვავებულად თენდება.
დღე, როცა სამყარო უფრო ფერადი, პოზიტიური და ოპტიმისტურია.
დღე, როცა უსასრულო ლოდინს ბოლო მოეღო: 
დღე, 
როცა მამა გავხდი.
მაღალი, მსუქანი 4.2 კგ, არაპუნქტუალური და წაბლისფერთმიანი ელენას მამა.
ძალიან ივაჟკაცეს ექიმებმა, დიდი მადლობა ლიკა ლუაშვილს და იმედის კლინიკას.
ახლაც ცოტა შოკში ვარ და ბევრ, უცნაურ და აქამდე განუცდელ შეგრძნებებს განვიცდი...
მადლობა გულშემატკივრობისთვის!"- წერს გურამ შეროზია.