წყალდიდობა იაპონიაში - გარდაცვლილია 141 ადამიანი (ფოტოები)

11:57 07-10-2018
52

იაპონიაში ძლიერი წვიმებით გამოწვეულ წყალდიდობას 141 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქია ქვეყნის დასავლეთ ნაწილს დაატყდა თავს.

ჰიროშიმასა და სხვა რაიონებში მდინარეები ნაპირებიდან გადმოვიდა. ამის მიზეზი რეკორდული რაოდენობის ნალექი იყო. წყალდიდობას თან მეწყერი მოჰყვა. დაზარალებულ რეგიონებიდან ევაკუაციის ბრძანება 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო.ადგილზე სამაშველო ჯგუფებთან ერთად სამხედრო ქვედანაყოფები და ავიაციაა მობილიზებული.