ტაილანდის მღვიმეში ჩარჩენილი მოზარდების გადარჩენის ოპერაციის მესამე ფაზა დაიწყო

10:33 07-10-2018
63

BBC ინფორმაციით, ტაილანდის მღვიმეში ჩარჩენილი მოზარდების გადარჩენის ოპერაციის მესამე ფაზა დაიწყო. ადგილზე 19 მყვინთავი მუშაობს და მათ საკმაოდ რთულ ვითარებაში უწევთ მუშაობა, რადგან გამოქვაბულში წყლის დონე მატულობს.

ოპერაციაში საერთო ჯამში 1 000 პირი იღებს მონაწილეობას. ტჰამ ლუანგის მღვიმიდან გამოსაყვანი კიდევ 9 ადამიანია, მათ შორის 4 ბავშვი. 

შეგახსენებთ, რომ 11-დან 16-წლამდე ასაკის 12 მოზარდი და მათი 25 წლის მწვრთნელი 23 ივლისს დაიკარგნენ.