ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

10:21 07-10-2018
20

ბათუმში, შავშეთის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. 26 წლის კაცს ჭრილობა ზურგის არეში ჰქონდა მიყენებული.  დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტი 21:15 წუთზე შეიყვანეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ, ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.