თემქაზე ინდოეთის მოქალაქე გაძარცვეს

23:26 07-09-2018
59

თბილისში თემქის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ სკვერში ინდოეთის მოქალაქე გაძარცვეს. ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა მას მობილური ტელეფონი გასტაცა. დაზარალებულმა ადგილზე სამართალდამცავები გამოიძახა. ფაქტს სავარაუდოდ თვითმხილველებიც ჰყავს.

"პრაიმტაიმს" შსს-ში განუმარტეს, რომ მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ს 178-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს.