ახალციხის მუნიციპალიტეტში ჯარისკაცი გარდაიცვალა

12:00 07-09-2018
32

ახალციხის მუნიციპალიტეტში ჯარისკაცი გარდაიცვალა. ჯარისკაცის გარდაცვალების ფაქტი პირველ არხს თავდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ჯარისკაცი ორფოლოს პოლიგონის ტერიტორიაზე შეუძლოდ გახდა. ჯარისკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

მომხდარის სხვა დეტალები ჯერ უცნობია. თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურ ინფორმაციას ცოტა ხანში გაავრცელებს.