ვარშავის აეროპორტში ტოქსიკური ნივთიერებების გაჟონვის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა

13:18 07-08-2018
12

 

ვარშავის აეროპორტის სატვირთო ტერმინალიდან ტოქსიკურმა ნივთიერებებმა გაჟონა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ავარიის გამო ტერმინალიდან ხალხი გაიყვანეს.დაშავდა 11 ადამიანია, ოთხი კი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ და ტოქსიკური ნივთიერების სინჯებს იღებენ.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. 

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი