პრეზიდენტმა მესტიაში საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით, სამხედრო ძალების გამოყენების ბრძანება გამოსცა

23:58 07-07-2018
44

საქართველოს პრეზიდენტმა, უმაღლესმა მთავარსარდალმა სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში სტიქიური უბედურებით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით, საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ ბრძანება გამოსცა. ამის შესახებ  პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი.

ბრძანებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-100 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გამოყენებულ იქნეს საქართველოს სამხედრო ძალების შემდეგი ქვედანაყოფები: საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობა; საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა.

ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.