"მე საპიოსექსუალი ვარ, ეს ტერმინი ყველაზე ახლოსაა ჩემთან - ჯაბა ქარსელაძე

18:43 07-07-2018
584

ჯაბა ქარსელაძე საფიოსექსუალია – ამის შესახებ თავად განაცხადა „პროფილში“ სტუმრობაზე. თუკი არ იცით ეს სიტყვა, მომღერალმა ის დაწვრილებით ახსნა მაია ასათიანთან საუბრისას.

"ახალი ტერმინია სხვათა შორის, საფიოსექსუალური ჰქვია. ეს არის, როდესაც ადამიანს მოსწონს ინტელექტუალური ადამიანი. სექსუალური აღგზნებადობა იწყება არა მხოლოდ ვიზუალიდან, არამედ ინტელექტიდან. მე შენ რომ დაგინახე, მარტო იმან კი არ მომხიბლა, რომ ძალიან ლამაზი ქალი ხარ, არამედ იმანაც, რომ ჭკვიანი ხარ და ნაკითხი. შეიძლება, ლამაზი იყო, მაგრამ სისულელეები ილაპარაკო… საფიოსექსუალობა ნიშნავს, როცა ადამიანში, პირველ რიგში, მოგწონს მისი შინაგანი სამყარო" - განაცხადა ჯაბა ქარსელაძემ.