მდინარე დუნაიდან 100-კილოგრამიანი ბომბი ამოიღეს

01:14 07-06-2018
37

 

ბუდაპეშტში, მდინარე დუნაიდან მეორე მსოფლიო ომის დროინდელი საბჭოთა წარმოების 100-კილოგრამიანი ბომბი ამოიღეს. ამის შესახებ euronews.com წერს.

ოპერაციის დროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა შეიზღუდა. ბომბი კი სამხედრო პოლიგონზე გადაიტანეს. 

ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ მდინარეში ასობით ბომბი იყოს. 

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი