"ჰესის მშენებლობასთან სტიქია არაფერ შუაშია... სამუშაოები შეწყვეტილია.." - ჭუბერის მცხოვრები (Exclusive)

17:34 07-05-2018
58

"პრაიმტაიმთან" საუბარში, ჭუბერში მცხოვრები გიორგი ფილფანი ტერიტორიების დატბორვასთან „ნენსკრაჰესის“ მშენებლობის კავშირს გამორიცხავს.

როგორც გიორგი ფილფანი ამბობს, ჰესის მშენებლობის სამუშაოები დიდი ხანია შეჩერებულია და სტიქიასთან მისი დაკავშირება სიმართლეს არ შეესაბამება.

"ჰესის მშენებლლობა საერთოდ შეყვეტილია ახლა და საერთოდ არაა კავშირში ამ სტიქიასთან. რა არის შუაში, ამას დაადგენენ, თუმცა ჰესთან რომ კავშირში არაა ეს ცხადია, რადგან სამუშაოები შეწყვეტილია", - აცხადებს გიორგი ფილფანმა. 

კომპანია „ნენსკრა ჰიდრომ“ რამდენიმე წუთის წინ საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც ჭუბერში ტერიტორიების დატბორვასთან „ნენსკრაჰესის“ მშენებლობის კავშირს გამორიცხავს.

"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ა.წ. 5 ივლისს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში, მდინარე „ნენსკრას“ ერთ-ერთ შენაკადზე განვითარებული სტიქიური მოვლენის გამო, დაიტბორა სოფელ ჭუბერის ცენტრალური ნაწილი, ასევე დაზიანებულია გზები და ხიდები. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შექმნილი სიტუაცია „ნენსკრა“ ჰესის მშენებლობას უკავშირდება", - აღნიშნულია განცხადებაში.

უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო, დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია. ჩამოწოლილმა მეწყერმა და მოვარდნილმა ღვარცოფმა სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდები წაიღო.

 

 

 

 



ავტორი: ლილუ მიროტაძე