ჩარლის ახალი „ანგელოზების“ ვინაობა ცნობილია

00:42 07-05-2018
46

 

რეჟისორი ელისაბეტ ბენკსი  პოპულარული ამერიკული ტელესერიალისა და ფილმის, "ჩარლის ანგელოზების" ახალ ვერსიას გადაიღებს. 

ანგელოზების პირველი ვერსია ABC-ის ეთერში 1976-1981 წლებში გადიოდა,  2000 წელს სერიალის მიხედვით, გადაიღეს ფილმი, რომელშიც მთავარ როლს:  კამერონ დიაზი, ლუსი ლუ და დრიუ ბერიმორი ასრულებდნენ.

ფილმის ახალი ნაწილი, 2019 წლის 7 ივნისს გამოვა. აგენტების როლზე უკვე დაამტკიცეს:კრისტენ სტიუარტი, ლუპიტა ნიონგი და ნაომი სკოტი. 

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი