აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა 32 სოფელში მიმდინარეობს

17:12 07-04-2018
12

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გრძელდება დასავლეთ საქართველოში.

4 ივლისს, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკით მუშავდება ტერიტორიები აჭარის,  გურიის, იმერეთის და სამეგრელოს რეგიონების შემდეგ სოფლებში:

ქობულეთის მუნიციპალიტეტი - ლეღვა;  

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი - ზემო ჩიბათი, ნინოშვილი, სუფსა, ქვემო აკეთი, ღრმაღელე;

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი - განთიადი, ზემო სურები, ზოტი, ნაბეღლავი, შუა სურები, ხევი;

ვანის მუნიციპალიტეტი - ბზვანი, სალომინაო, ტობანიერი;

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი - ზედა კლდეეთი;

თერჯოლის მუნიციპალიტეტი - რუფოთი;

სამტრედიის მუნიციპალიტეტი - გამოჩინებული, საჯავახო;

ტყიბულის მუნიციპალიტეტი - გელათი, ცუცხვათი, ძმუისი;

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი - ქვიტირი;

ხონის მუნიციპალიტეტი - ხონი;

აბაშის მუნიციპალიტეტი - პირველი ონტოფო; 

მარტვილის მუნიციპალიტეტი - კურზუ, ტალერი;

სენაკის მუნიციპალიტეტი - ეკი;

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი - ლესიჭინე;

ხობის მუნიციპალიტეტი - ძველი ხიბულა, ხამისკური. 

დამატებითი ინფორმაცია დაგეგმილი და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ იხილეთ: parosana.ge

ღონისძიებები მავნებლის  პირველი თაობის ნიმფების (მავნებელი დაფრთიანებამდე) საწინააღმდეგოდ მიმდინარეობს.  მცენარეთა დაცვის სპეციალისტების რეკომენდაციით, ბრძოლის ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია კომპლექსური მიდგომა, სახელმწიფოსთან ერთად მოსახლეობის ჩართულობა - საკარმიდამო ნაკვეთების და ნარგავების დამუშავება კონტაქტური ინსექტიციდებით.

როგორ ვებრძოლოთ მავნებელს და რომელი პრეპარატებია რეკომენდებული, იხილეთ ბმულზე:  http://nfa.gov.ge/uploads/other/7/7221.pdf

ამ დროისთვის სახელმწიფოს მიერ თერმული ნისლის ტექნოლოგიით  უკვე დამუშავებულია 270 ათას ჰექტრამდე ფართობი, ხოლო ცივი შესხურების აგრეგატით - 12 ათას ჰექტრამდე.

ამასთან, მიმდინარეობს  სიმინიდის საყანე ფართობების პერიმეტრების დამუშავება. სატრაქტორე აგრეგატებით უკვე შეიწამლა  10 ათას ჰექტრამდე ფართობი. ივლისის შუა რიცხვებიდან დაგეგმილია  შეწამვლითი ღონისძიებები საყანე ფართობებშიც.

ინფორმაციისთვის დარეკეთ ცხელ ხაზზე: 15 01

საინფორმაციო მხარდაჭერა უზრუნველყოფილია ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების (CIB) პროგრამის მიერ.