უბედური შემთხვევის შედეგად სოფელ ორსანტიაში 14 წლის მოზარდი დაიღუპა

15:09 07-04-2018
26

უბედური შემთხვევის შედეგად სოფელ ორსანტიაში 14 წლის მოზარდი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას "1TV" ავრცელებს. 

ადგილობრივების თქმით, მოზარდი უმცროს ძმასთან და იმავე სოფლის მკვიდრ თანატოლთან ერთად, მდინარეზე იმყოფებოდა, რა დროსაც მაღალი ძაბვის გადამცემ ბოძზე ავიდა და დენმა დაარტყა. ბავშვი ადგილზე დაიღუპა.

როგორც სოფელში ამბობენ, მოზარდი სპორტსმენი იყო და ბოძზე სავარჯიშოდ ავიდა.