საქართველოს ეკონომიკაში ჩვენ სამართლიან წესებს დავამკვიდრებთ - მამუკა ბახტაძე (ვიდეო)

20:48 07-02-2018
25

 

საქართველოს ეკონომიკაში ჩვენ დავამკვიდრებთ სამართლიან თამაშის წესებს, ისეთ ეკონომიკურ მოდელს, რომელიც ორიენტირებული იქნება მთავარი გამოწვევის დამარცხებაზე და აღმოფხვრაზე - ეს არის ის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ საქართველოში  სიღარიბე დავძლიოთ,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ,,ქართული ოცნების'' პოლიტიკურ გუნდს მემკვიდრეობით ერგო ისეთი ეკონომიკური მოდელი, სადაც ხშირად საგადასახადო ტვირთი მცირე მეწარმეებისთვის უფრო დიდი იყო, ვიდრე მსხვილი ბიზნესისთვის.

„როგორც დაგპირდით, საქართველოს ეკონომიკაში ჩვენ დავამკვიდრებთ სამართლიან თამაშის წესებს, ისეთ ეკონომიკურ მოდელს, რომელიც ორიენტირებული იქნება მთავარი გამოწვევის დამარცხებაზე და აღმოფხვრაზე - ეს არის ის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ საქართველოში დავძლიოთ სიღარიბე. ჩვენს პოლიტიკურ გუნდს მემკვიდრეობით ერგო ისეთი ეკონომიკური მოდელი, სადაც ხშირად სამწუხაროდ საგადასახადო ტვირთი მცირე მეწარმეებისთვის იყო უფრო დიდი, ვიდრე მსხვილი ბიზნესისათვის; ისეთი მოდელი, სადაც მცირე მეწარმეებს ჰქონდათ მნიშვნელოვანი ბარიერი იმისთვის, რომ გაეფართოებინათ თავიანთი მომსახურებისა და პროდუქციის გაყიდვის ბაზარი. ამასთან ერთად, საგადასახადო ადმინისტრირების მექანიზმები ხშირად აიძულებდა მცირე მეწარმეებს ყოფილიყვნენ ჩრდილოვან ეკონომიკაში. ჩვენი მთავარი გზავნილია საქართველოში სიღარიბის დაძლევა, რომლის წარმატების ერთადერთი  გადის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებაზე. ეს არის ერთადერთი გზა, რითაც ჩვენ შეგვიძლია გავუმკლავდეთ ჩვენს ეკონომიკურ გამოწვევას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.



ავტორი: თათია ცუკოშვილი