დემნა გვასალია - „გავაანალიზე,რომ მინდა ისტორია გითხრათ“

15:46 07-02-2018
132

ცნობილმა ქართველმა დიზაინერმა, დემნა გვასალიამ, პარიზში ახალი კოლექცია წარადგინა. VETEMENS SS 2019 ქართული თემატიკითაა შექმნილი. დემნა გვასალიამ ახალ კოლექციაში ქართული წარწერები და საქართველოს დროშაც გამოიყენა.

დიზაინერმა სპეციალური აპლიკაცია შექმნა, რომელიც ტანსაცმელზე განთავსებული კოდების დასკანერების შემდეგ, მომხმარებელს Wikipedia-ს შესაბამის გვერდზე გადაიყვანს, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ აფხაზეთის ომის და ქართველთა გენოციდის ისტორიას.

დემნა გვასალია ახალ კოლექციაზე საერთაშორისო პრესასთან საუბრობს:

- „სამოსის კეთების მაგივრად, გავაანალიზე,რომ მინდა ისტორია გითხრათ. დავუბრუნდი ნამდვილ ფესვებს ჩემს ნაღვლიან ქვეყანაში. შოუს შემადგენლობა საქართველოში ავიყვანეთ, 40-ზე მეტი ადამიანი საქართველოდანაა. ისინი გამოვიყენე, როგორც ხმა ახალგაზრდობის, რომელიც მათ არ აქვთ და რეპრესირებულები არიან პოლიტიკური რეჟიმით, ვერ ამბობენ, ვერ გამოხატავენ იმას, რასაც ფიქრობენ. ჩემთვის მტკივნეული დრო იყო, მინდოდა ეს გარეთ გამომეტანა."

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი