ვიდეოები

1711692916

VIDEO: რომელმა ფეხბურთელმა დალია ყველაზე მეტი ისტორიული გამარჯვების შემდეგ? – ეროვნული ნაკრების ექიმის სახალისო „ქვიზი“

ტიკტოკზე გავრცელდა ვიდეო, სადაც „დინამოს“ ექიმის დავით ხარაბაძე სახალისო კითხვებს პასუხობს.ექიმი ამხელს, ვინ დალია ყველაზე მეტი საბერძნეთის ნაკრების დამარცხების შემდეგ.მისი თქმით, თამაშის შემდეგ ყველაზე მეტი ბუდუ ზივზივაძემ დალია.კითხვაზე, მაინც რამდენი ლიტრი? – ექიმი პასუხობს: „რა ლიტრი, მაგათთვის ბევრია 3-4 ჭიქა“.  @kokaia_g #ქვიზი #dinamo #eqimi #davit #kharabadze #for #you ♬ original sound - 𝔾𝕚𝕠𝕣𝕘𝕚 𝕂𝕠𝕜𝕒𝕚𝕒

როვნული ნაკრების ექიმის სახალისო „ქვიზი“

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

მზის ჩასვლა

რჩევები 1711694940

რა არის თქვენი ხასიათის ყველაზე ძლიერი მახასიათებელი - გააკეთეთ მარტივი ტესტი

სურათზე მოცემული თითოეული სურათი იწვევს ადამიანში გარკვეულ გრძნობებს.აირჩიე მზის ჩასვლა, რომელიც შენს სულს ეხება - ეს არის შენი უძლიერესი თვისებების გამოცდამზის ჩასვლა N1ადამიანები, რომლებიც ირჩევენ პირველ სურათს, ჩვეულებრივ, მშვიდობისა და ჰარმონიის ერთგული არიან. ისინი ხშირად გონებაგახსნილები და მომთმენები არიან, გულწრფელად ცდილობენ გაიგონ ნებისმიერი სცენარის ყველა ასპექტი.მათი დიპლომატიური ხასიათიდან გამომდინარე, ისინი ხშირად მოქმედებენ კამათში მშვიდად. მათი ყველაზე ძლიერი თვისებაა სხვადასხვა თვალსაზრისის განხილვისა და პრობლემების გადაჭრის უნარი.მზის ჩასვლა N2მზის ჩასვლის მეორე გამოსახულება იზიდავს მათ, ვისაც ღრმა წონასწორობა და ოპტიმიზმი აქვს. ეს ადამიანები პრობლემებს პოზიტიური ხედვით უყურებენ, რაც მათ საშუალებას აძლევს იპოვონ ინოვაციური გადაწყვეტილებები.ისინი ასევე საიმედო და პატიოსნები არიან და მათი მთავარი თვისება - რთულ დროს წონასწორობის შენარჩუნების უნარი - ეხმარება მათ განვითარებაში.მზის ჩასვლა N3ადამიანები, რომლებიც ირჩევენ მზის ჩასვლის მესამე სურათს, გამძლეობის მაგალითები არიან. ისინი დაუღალავად აღწევენ დასახულ მიზნებს და თავდაუზოგავად იძირებიან ყოველგვარ დაბრკოლებებთან ბრძოლაში.რკინის ნება და თვითკონტროლი საშუალებას აძლევს მათ დაჟინებით განახორციელონ თავიანთი მიზნები, მიუხედავად მრავალი წინააღმდეგობისა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას.მზის ჩასვლა N4ადამიანები, რომლებიც მეოთხე მზის ჩასვლს ირჩევენ, ხშირად ხდებიან სხვების საიმედო მხარდამჭერები. ისინი ასხივებენ კომფორტს და სტაბილურობას.ასეთმა ადამიანებმა იციან მოსმენა და კარგი რჩევების მიცემა, მუდმივად არწმუნებენ საყვარელ ადამიანებს, რომ მათზე ზრუნავენ და მხარს უჭერენ. მათი ყველაზე გამორჩეული თვისება არის სხვების მხარდაჭერის უნარი.მზის ჩასვლა N5მამაც გულებს, რომლებიც ირჩევენ მზის ჩასვლის მეხუთე სურათს, არ ეშინიათ რისკების. მათ იციან როგორ მიიღონ გადაწყვეტილებები ინტუიციურად და სწრაფად.გამბედაობასთან ერთად, ასეთი ადამიანები აჩვენებენ საოცარ ადაპტირებას, სწრაფად ეგუებიან გაუთვალისწინებელ გარემოებებს. მათი მთავარი მახასიათებელია რისკების გაბედულება მოქნილობასთან ერთად.

ვარჯიში

საზოგადოება 1711694704

ვისთვის არ შეიძლება დილით ვარჯიში

დილის ვარჯიში შეიძლება საშიში იყოს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ქრონიკული დაავადებების,სახსრების პათოლოგიებისა და ონკოლოგიის მქონე ადამიანებისთვის.ავადმყოფობით დასუსტებულმა ორგანიზმმა შესაძლოა ვერ გაუძლოს ფიზიკურ აქტივობას. გარდა ამისა, ვარჯიში შეიძლება სახიფათო იყოს ჯანმრთელი ადამიანისთვისაც კი, თუ წინასწარი მომზადების გარეშე დაიწყებთ ფიზიკურ აქტივობას.თუ ლოგინიდან ადგომისთანავე დაიწყებთ ფიზიკურ აქტივობას, შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა, არტერიული წნევის მატება და პულსის აჩქარება. ამიტომ, პირველ რიგში, უმჯობესია მიიღოთ შხაპი, დალიოთ წყალი და მიირთვათ დაბალანსებული საუზმე. შემდეგ ვარჯიში დაგეხმარებათ გააუმჯობესოთ თქვენი ცხოვრების ხარისხი და კეთილდღეობა და დაიმუხტოთ ენერგიით.დილით უკეთესია მარტივი ვარჯიშები ან იოგა. გარდა ამისა, ვარჯიში უნდა ჩატარდეს კარგად განიავებულ ადგილას.რომელი ფიზიკური აქტივობაა ყველაზე კარგივარჯიშის თითქმის ნებისმიერი ფორმა უკეთესია, ვიდრე უმოძრაობა, რაც გაამყარა ახალმა კვლევამ, რომელიც ამტკიცებს, რომ ნებისმიერი აქტივობა უკეთესია გულის ჯანმრთელობისთვის, ვიდრე უმოძრაო ცხოვრების წესი.თუმცა, მეცნიერების თქმით, ფიზიკურმა აქტივობამ, რომელიც დაკავშირებულია სამსახურთან ან სხვა ფიზიკურ სამუშაოსთან, ვარჯიშისგან განსხვავებით, ზოგჯერ შეიძლება უფრო მეტი ზიანი მიაყენოს, ვიდრე სარგებელი.ამას ამტკიცებს, გამოქვეყნებული ახალი კვლევა, რომელმაც აღმოაჩინა კავშირი ფიზიკურად დატვირთულ პროფესიებსა და კოგნიტური დაქვეითების მაღალ რისკს შორის.

ილია თოფურია

საზოგადოება 1711693805

ილია თოფურია მიმართვას ავრცელებს

UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ევროპის 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.“ეჭვიც არ მეპარებოდა ჩვენს გამარჯვებაში! ჯგუფიდანაც გავალთ”, – წერს ილია თოფურია Instagram-ზე.ილია თოფურია საქართველოში იმყოფებოდა. 21 მარტს საქართველოსა და ლუქსემბურგს შორის მატჩამდე გამოვიდა და ქართველ გულშემატკივარს საჩემპიონო ქამარი წარუდგინა.

OneRepublic

კულტურა 1711692932

OneRepublic-ის ბილეთების შესაძენი პორტალი გახსნილია

საქართველოში ვარსკვლავების ათვლა იწყება. მუსიკალურ ორბიტაზე 2024 წლის პირველი OneRepublic-ია. გრემის და არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ჯგუფი Starring Georgia-ს მუსიკალურ სეზონს ხსნის. ამერიკული როკ-პოპ ბენდი ქვეყანაში პირველად ჩამოვა. OneRepublic - თანამედროვე მუსიკალური სამყაროს ერთ-ერთი საუკეთესო Live-შემსრულებლის კონცერტს, მსმენელი 10 მაისს მოუსმენს.bsa.ge/ge/events/onerepublic20244  - შეიძინე მხოლოდ Star Ring კატეგორიის ბილეთები, საიტზე არ მოქმედებს ფასდაკლებაtkt.ge/onerepublic - შეიძინე ნებისმიერი კატეგორიის ბილეთიStarring Georgia, TBC და VISA-ს თანამშრომლობის ფარგლებში მიიღეთ:-20% ყველა კატეგორიის ბილეთზე თიბისის Visa ბარათებით შეძენისას;-30% II იარუსის კატეგორიის ბილეთებზე თიბისის მოსწავლის და სტუდენტის Visa ბარათებით შეძენისას;-30% VIP კატეგორიის ბილეთებზე თიბისი კონცეპტის და WM-ის Visa ბარათებით შეძენისას;-15% ყველა კატეგორიის ბილეთზე თიბისის განაწილებით შეძენისას;-ფასდაკლება არ მოქმედებს BSA.ge-ზე შეძენის შემთხვევაში.

როვნული ნაკრების ექიმის სახალისო „ქვიზი“

სპორტი 1711692916

VIDEO: რომელმა ფეხბურთელმა დალია ყველაზე მეტი ისტორიული გამარჯვების შემდეგ? – ეროვნული ნაკრების ექიმის სახალისო „ქვიზი“

ტიკტოკზე გავრცელდა ვიდეო, სადაც „დინამოს“ ექიმის დავით ხარაბაძე სახალისო კითხვებს პასუხობს.ექიმი ამხელს, ვინ დალია ყველაზე მეტი საბერძნეთის ნაკრების დამარცხების შემდეგ.მისი თქმით, თამაშის შემდეგ ყველაზე მეტი ბუდუ ზივზივაძემ დალია.კითხვაზე, მაინც რამდენი ლიტრი? – ექიმი პასუხობს: „რა ლიტრი, მაგათთვის ბევრია 3-4 ჭიქა“.  @kokaia_g #ქვიზი #dinamo #eqimi #davit #kharabadze #for #you ♬ original sound - 𝔾𝕚𝕠𝕣𝕘𝕚 𝕂𝕠𝕜𝕒𝕚𝕒