ირაკლი ღლონტი: მოქალაქეების გატაცება ოკუპანტი რუსეთის მადაგახსნილობის ბრალი კი არ არის, არამედ ჩვენი სისუსტის

21:10 06-29-2018
52

მოქალაქეს რომ გაიტაცებენ ამით მოქალაქეს კი არ აყენებენ შეურაცხყოფას, მე მაყენებენ შეურაცხყოფას, ვახო თქვენ და ბიჭებო ყველას გვაყენებენ შეურაცხყოფას  და გვეუბნებიან "ფეხებზე გვკიდიხარ" - ამის შესახებ იურისტმა ირაკლი ღლოტმა გადაცემაში "თავისუფალი სივრცე ვახო ხუზმიაშვილთან ერთად" განაცხადა. მისი თქმით, საბოლო ჯამში ეს იმის ბრალია, რომ "ჩვენ ვართ ძალიან სუსტები და ამას გვიბედავენ". 

"როგორ უნდა ვიყო მშვიდად, როცა ჩვენი სამშობლოს 22 % ოკუპირებულია და მათ შორის მიმდინარეობს რეგიონში ანექსიის უმწვავესი პროცესი. ვერ ვარ მშვიდად, როცა გიგას ასე მარტივად ვიღაც ნაძირალა კარჯიოღლი ე.წ კონტროლირებად სივრცეში გვიკლავს და ასე დღემდე დაუსჯელია, ვერ ვარ მშვიდად, როცა არჩილ ტატუნაშვილის იტაცებენ, გვიწამებენ, გვახვეწნინებენ და შემდეგ ნეშტს მივიღებთ და დღემდე გაურკვევულობა... როგორ არის მშვიდობა? მოდი ახალი ხელისუფლების პერიოდის მანძილი გავიხსენოთ, დავიწყოთ დვანით, გავაგრძელოთ ჯარიაშენით, თუნდაც ბერშუეთით და დღეს, რომ ჩვენი მესაზღვრეა გატაცებული. მესაზღვრის გადაცემა იცით რას ნიშნავს?! ჯერ ერთი მოქალაქეს რომ გაიტაცებენ ამით მოქალაქეს კი არ აყენებენ შეურაცხყოფას, მე მაყენებენ შეურაცხყოფას, ვახო თქვენ და ბიჭებო, ყველას გვაყენებენ შეურაცხყოფას და ქართულ სახელმწიფოს აყენებენ შეურაცხყოფას და გვეუბნებიან "ფეხებზე გვკიდიხარ". იცი რისი ბრალია, ის კი არა, რომ მადა გახსნილია ჩვენი მეზობელი, არამედ ის რომ ჩვენ ვართ ძალიან სუსტები და ამას გვიბედავენ" - განაცხადა ირაკლი ღლონტმა.