ნანი, ეკა და ნატალია მუსიკალურ დაჯილდოვებაზე „ოქროს ტალღა“ - (ვიდეო)

12:40 06-29-2018
524

წელს რადიო „ფორტუნას“ 20 წლისა და „ოქროს ტალღის“ 5 წლის იუბილე განსაკუთრებული პომპეზურობით აღინიშნა. სპეციალური სტუმრის, ლიზა ფიშერის შესანიშნავ ვოკალურ პერფორმანსზე მეორე დღეა, აქტიურად საუბრობენ სოციალურ ქსელებში, ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით სიმფონიურმა ორკესტრმა კი შესანიშნავი პარტნიორობა გაუწია ქართველ ვარსკვლავებს. მათ შორის იყვნენ ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე და ნატალია ქუთათელაძე.

ქალბატონმა ნანიმ გადასცა პრიზი სოფო ნიჟარაძეს, როგორც წლის საუკეთესო მომღერალ ქალს. შეგახსენებთ, რომ სოფო უკვე მეორე წელია არავის უთმობს ამ ტიტულს.

გთავაზობთ სამი თაობის მიერ შესრულებულ მარიკა კვალიაშვილის უკვდავ სიმღერას „ცოატა კიდევ მოითმინე გულო“.

 



ავტორი: ნინო მჭედლიშვილი