ახალ გუდაურში ე.წ. მუხლუხა ტვირთამწის დემონტაჟის დროს ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა

22:18 06-28-2018
146

შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალ გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტში ახალი გუდაურის ტერიტორიაზე მომხდარი შემთხვევის დროს ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240- მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.

მიმდინარე წლის 28 ივნისს ყაზბეგის რაიონში, ახალი გუდაურის შესასვლელთან მდებარე ავტოსადგომის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა სატრანსპორტო საშუალების - . . მუხლუხა ტვირთამწის დემონტაჟი, რა დროსაც ამწეს დეტალი მოწყდა და ერთ-ერთ მუშას - 1982 წელს დაბადებულ ..- დაეცა. იგი მიღებული დაზიანებების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა.

ამ დროისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.