დღეს კობა გვენეტაძე პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარსდგება

10:28 06-28-2018
26

დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენტაძე საქართველოს პარლამენტს ეროვნული ბანკის 2017 წლის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს.

ეროვნული ბანკის 2017 წლის წლიური ანგარიში ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის მიმოხილვას და აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას მოიცავს.

 დოკუმენტში წარმოდგენილია ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლითაც საანგარიშო პერიოდში ქვეყნის ცენტრალური ბანკი ხელმძღვანელობდა. ანგარიშში აგრეთვე ასახულია ეროვნული ბანკის შეფასებები ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე იმ პროცესებზე, რომლებიც 2017 წლის განმავლობაში არსებით ზეგავლენას ახდენდა საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობასა და ეროვნული ბანკის ამოცანების შესრულებაზე.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის წლიური ანგარიში პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებმა 2018 წლის მაისში, საკომიტეტო ფორმატში მოისმინეს.