გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა იმართება

10:39 06-27-2018
17

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო ჯგუფების მორიგი შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმე იქნება. ასევე, განიხილავენ ყურადღება გამახვილდება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მოსახლეობისათვის გადაადგილების შეზღუდვის თემაზეც.

შეგახსენებთ, რომ გიგა ოთხოზორია ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მოსაზღვრე ზუგდიდის სოფელ ხურჩაში 2016 წლის 19 მაისს მოკლეს.სასამართლომ მისი მკვლელი დაუსწრებლად დამნაშავედ ცნო და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.