ზურა ხაჩიძე: "...მალე ყველაფერს ფარდა აეხდება და დადგინდება სიმართლე"

15:00 06-26-2018
335

მალე ყველაფერს ფარდა აეხდება და დადგინდება სიმართლე - ამის შესახებ მომღერალი ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში წერს. 

"ძალიან გთხოვთ თავი შეიკავეთ ზედმეტი კომენტარებისგან და არასწორი იმფორმაციის გავრცელებისგან.გამოძიება მიმდინარეობას და ჩვენ ვენდობით სამართალდამცავების პროფესიონალიზმს და მალე ყველაფერს ფარდა აეხდება და დადგინდება სიმართლე.კიდევ ერთხელ ყველას დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის!ზარებს ვერ ვპასუხობ იმდენი ზარი შემოდის!! გთხოვთ, ჟურნალისტებს, გადაუმოწმებელი ინფორმაცია არ გაავრცელოთ, რათა ხელი არ შეუშალოთ გამოძიებას!"- წერს ზურა ხაჩიძე.