ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტირებაზე სტუდენტებს პრაქტიკული სწავლება ჩაუტარდათ

13:34 06-26-2018
24

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ ლაბორატორიაში სტუდენტებს ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტირების პრინციპები გააცნეს. აგრარულ უნივერსიტეტთან არსებული პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ ლაბორატორიის დიაგნოსტირების თითოეულ პროცედურას დეტალურად გასცნობოდნენ. სტუდენტებმა განსაკუთრებით საშიში დაავადებების დიაგნოსტირების ლაბორატორიებიც მოინახულეს. მათ დაავადების სპეციფიკის შესახებ ლაბორატორიის სპეციალისტებისაგან ამომწურავ ინფორმაცია მიიღეს.

სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია ცდილობს მაქსიმალურად დაეხმაროს სასწავლო საგანმანათლებლო დაწესებულებებს მომავალი სპეციალისტების აღზრდაში. მსგავსი სახის აქტივობები რეგულარულად ტარდება და მიმართულია დარგის სპეციალობების პოპულარიზაციისათვის. თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ ლაბორატორიულ ბაზაზე დაშვება კი, შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს მიღებული თეორიული ცოდნა, პრაქტიკაში განიმტკიცონ.

პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით, პრაქტიკული მეცადინეობები ტარდება როგორც უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის, ასევე პროფესიული კოლეჯის მოსწავლეებისათვის.