„პიკასოს“ დაჭრის საქმეში ნარკოტიკები ფიგურირებს (ექსკლუზივი)

12:09 06-26-2018
5941

„ქუჩის ბიჭების“ მომღერლის, ირაკლი ნოზაძის დაჭრის საქმეში ნარკოტიკები ფიგურირებს. „პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ დანაშაულის მოტივი სწორედ ნარკოტიკული საშუალებებია. 

ჩვენი ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალმა, რომელმაც მომღერალს დანით ჭრილობები მიაყენა, მას ნარკოტიკებს სთხოვდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მომღერლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ახლაგაზრდა ქალი უკვე იდენტიფიცირებულია, თუმცა ის ამ დრომდე მიმალვაში იმყოფება და შესაბამისად მისი დაკავების მიზნით სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. მედიაში უკვე გავრცელდა სავარაუდო ბრალდებულის ვინაობაც - ის 29 წლის თამთა ჯანჯღავა აღმოჩმდა. 

სავარაუდოდ, მას ბრალს განზრახ მკვლელობის მცდელობის გარდა, ნარკოდანაშაულის მუხლითაც წაუყენებენ. 

გავრცელებული ინფორმაციით, საქმეში სულ ორი პირი ფიგურირებს.