ემზარ კვიციანი: "8 სექტემბერს გავერთიანდეთ დავდგეთ ყველა ერთად იმისთვის რომ სისხლიან რეჟიმს თავისი სახელი დაერქვას"

23:07 06-22-2018
817

8 სექტემბერს გავერთიანდეთ დავდგეთ ყველა ერთად იმისთვის რომ სისხლიან რეჟიმს თავისი სახეალი დაერქვას - ამის შესახებ "პატრიოტთა ალაინსის" წევრმა ემზარ კვიციანმა გადაცემაში "თავისუფალი სივრცე ვახო ხუზმიაშვილთან ერთად" განაცხადა.

"რამდენი ხანია უკვე ქართული საზოგადოება ითმენს იმ ყველაფერს, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. თავზე დაგვასვეს ისევ ნაციონალები. ახლა რაც არ უნდა თქვან და რაც არ უნდა სახელი გადაირქვან, ბოკერიას ვერავინ ვერ წაუშლის ცხოვრებიდან, რომ ის არის ნაციონალი.მნიშვნელობა არ აქვს გაემიჯნა თუ არა დღევანდელ "ნაციონალურ მოძრაობას", მთავარი არის ის პერიოდი, როდესაც პარტიაში იყო და დიდი უბედურებები დაატეხეს ჩვენს ქვეყანას, ტერიტორიები დაგვაკარგვინეს მტერთან შეთანხმებულად. ამ ყველაფერს თავისი სახლი უნდა დაერქვას. დადგა ის დღე, როდესაც ქართველი ხალხი კონტრშეტევაზე უნდა გადავიდეთ მოღალტეებთან" - განაცხადა კვიციანმა.