რა ხდება ამ წუთებში "ბასიანში", სადაც პოლიციაა შესული (ფოტოები შემთხვევის ადგილიდან)

13:18 06-22-2018
1639
თეგები: ბასიანი

"პრაიმტაიმს" კლუბ "ბასიანის" ერთ-ერთმა მეწილემ ტატო გეთიამ ფოტოები მიაწოდა, სადაც ჩანს, რა ხდება კლუბის ოფისში ამ წუთებში. 

როგორც ფოტოებზე ჩანს, ოფისში მშვიდი სიტუაციაა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კლუბ "ბასიანში" ჩხრეკა მიმდინარეობს, სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც უწყებაში "პრაიმტაიმთან" აცხადებენ, ორივე მხარის შეთანხმებით, კლუბის ოფისიდან დოკუმენტაცია მიაქვთ და ეს საგამოძიებო პროცესის ნაწილია.

შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ, "ბასიანის" ერთ-ერთმა მეწილემ, ზვიად გელბახიანმა "ფეისბუქის" პირად გევრდზე დაწერა, რომ "ბასიანში" ამ წუთებში ჩხრეკა მიმდინარეობს.